|
2023-01-10 16:32:18, 1809 ნახვა
რეგიონი
კასპში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრისა და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ კასპში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. კასპის მერიის ცნობით, აქციაში მონაწილეობდნენ და პაციენტებს უფასო კონსულტაციები და სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს ექოსკოპისტმა თინათინ ტარყაშვილმა, ენდოკრინოლოგმა მარინა ნადარეიშვილმა, მეან-გინეკოლოგებმა - ეკატერინე მაჭავარიანმა, მზია დევდარიანმა და ნინო ლაცაბიძემ. "აქციას ხელმძღვანელობდნენ სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ვეფხვია ოდიშარია და სამეანო-გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი კახა ტატუნაშვილი. აქციის ფარგლებში, დღის განმავლობაში, ექიმთა ჯგუფმა 60 პაციენტს ჩაუტარა სამედიცინო გამოკვლევა. კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა მადლობა გადაუხადეს ვეფხვია ოდიშარიას, კახა ტატუნაშვილს და აქციის მონაწილე ყველა ექიმს გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. როგორც ვახტანგ მაისურაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია აღნიშნული ტიპის აქციები და მერია ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭეროს მსგავს ინიციატივებს. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის და კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)