05:27 - 30 Oct, 2026
|
2023-01-02 11:32:38, 2397 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე ახალ წელს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა
ახალი, 2023 წლის დადგომა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას ახალი წელი თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა, გიორგი გოგოჭურმა მიულოცეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფს მიმართეს, სამხედრო მოსამსახურეებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)