|
2022-12-27 14:09:39, 1723 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ „აგრო ბუღალტერიის პროგრამაში“ კომპანია „მკისა“ ჩაერთო
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესისა და აგრო სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აგრო ბუღალტერიის პროგრამა, რომელშიც კომპანია „მკისა“ ჩაერთო. „ჩვენს ბიზნეს უკვე მესამე წელია ვუძღვები აღმასრულებელი დირექტორისა და პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. რაც შეეხება იდეას, ჯერ კიდევ 2015 წელს გაჩნდა, თუმცა მისი განხორციელება რამდენიმე წლის შემდეგ დავიწყეთ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 35 ჰექტარზე მოცვის ბაღის გაშენება ახალი დაწყებული გვქონდა, როცა აგრო ბუღალტერიის პროგრამაში ჩართვა გადავწყვიტეთ. მივხვდით, რომ ჩვენს ბიზნეს სწორი საბუღალტრო აღრიცხვა ესაჭიროებოდა და გვინდოდა, საწყისი ეტაპიდანვე კომპანია საგადასახადო რისკებისგან სრულად დაცული ყოფილიყო. პროგრამის მიმართ გვქონდა მოლოდინი, რომ მივიღებდით საერთაშორისო ხარისხის ბუღალტრულ მომსახურებას, რაც სრულად გამართლდა. დღესაც ვაგრძელებთ საბუღალტრო კომპანია Nexia TA-სთან თანამშრომლობას. მათთან პარტნიორობა ჩვენს კომპანიას შესაძლებლობას აძლევს დაზოგოს ფინანსები ბუღალტერიის აუთსორსინგით. ჩვენი საგადასახადო რისკები სრულად დაზღვეულია, რაც მნიშნელოვანია მუდმივად ცვლადი საგადასახადო სისტემის პირობებში. ეს კი შეუძლებელი იქნებოდა შიდა კადრის აყვანის შემთხვევაში“, - ამბობს კომპანია „მკისას“ აღმასრულებელი დირექტორი, გიგი გაჩეჩილაძე. აგრო ბუღალტერია „საქართველოს ბანკის“ პროექტია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ფერმერებს ფინანსური აღრიცხვის სწორად წარმოებასა და საქმიანობის განვითარებაში. აგრო ბუღალტერიის პროექტში 20 კომპანიაა ჩართული. ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ სამი თვის განმავლობაში მაღალკვალიფიციური საბუღალატრო კომპანიის Nexia TA-ს მომსახურება სრულიად უფასოდ მიიღონ. პროექტი EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად ხორციელდება. ინფორმაციისთვის, „მკისას“ გუნდი ბაზარზე 2020 წელს მოცვისა და ნუშის პირველადი წარმოების მიმართულებით გამოჩნდა. ამჟამად კომპანია 40 ჰა ნუშის, და 55 ჰა მოცვის ბაღებს მართავს. „მკისა“ 2030 წლამდე 1500 ჰა ნუშის და 500 ჰა მოცვის ბაღების გაშენებას გეგმავს. ამას გარდა, ფიქრობენ შესაბამისი სამაცივრე და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის მოწყობასაც.
ყირიმის ხიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შემდეგ ჩამოინგრა
კალაძე საცობებზე - გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია
კალაძე საცობებზე - უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის
დეკანოიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები განსაკუთრებული აგრესიით, ფაქტების უგულებელყოფითა და აშკარა მიკერძოებით განიხილავენ მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



