|
2022-12-26 01:29:53, 2804 ნახვა
საზოგადოება
ავადმყოფის მოვლის თანამედროვე საშუალებები ახალ ხედვაში
ავადმყოფის მოვლის საშუალებები პაციენტების ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს სამედიცინო დანიშნულების მქონე ნივთები მათ გადაადგილებაში, მოძრაობაში, წონასწორობის დაცვასა და სხვა ინდივიდუალური საჭიროებების მოგვარებაში ეხმარება. მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ავადმყოფის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს კომპანია „ახალი ხედვა“. სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების ავადმყოფის მოვლის საშუალებების იმპორტსა და რეალიზაციას. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: ● ნაწოლების ლეიბი - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროდუქტია პაციენტის მოვლის პროცესში. ეს პროდუქტი ხელს უშლის ნაწოლების გაჩენას მწოლიარე ავადმყოფებში. ნაწოლების ლეიბს გააჩნია კომპრესორი, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციასა და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, განსაკუთრებით სხეულის იმ წერტილებში, რომლებიც მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან. შესაბამისად,ნაწოლების მატრასი არის საშუალება,რომლის გამოყენება აუცილებელია კანის ატროფიისა და წყლულების ჩამოყალიბების პრევენციისთვის. ● იღლიის ყავარჯენი - უზრუნველყოფს პაციენტის დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ყავარჯენს გააჩნია რეზინის საყრდენი, რომელიც არ სრიალებს პრიალა ზედაპირზეც კი, რაც მაქსიმალურად უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. პაციენტის სიმაღლის მიხედვით შეირჩევა შესაბამისი ზომის ყავარჯენი, სურვილის შემთხვევაში კი მათი სიმაღლეში რეგულირებაც შესაძლებელია. ● კინეზიო ტეიპი - სამკურნალო თვისებების მქონე ელატიური დასაკრავი საშუალებაა, რომელიც ძალიან ეფექტურია დაჭიმულობის, იოგების, მყესებისა და რბილი ქსოვილების დაზიანების სამკურნალოდ. ეს პროდუქტი, ასევე, მნიშვნელოვნად ამაღლებს კუნთის აქტივობასა და ამცირებს მასზე დატვირთვას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მისი აქტიური მომხმარებლები არიან როგორც სპორტსმენები, ასევე მწოლიარე პაციენტებიც. კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ავადმყოფის მოვლის საშუალებებისა, ხელმისაწვდომია უნიტაზის ასამაღლებლები, შშმ პირის ეტლები, თვითგადაადგილების საშუალებები და სხვადასხვა სახეობის ავადმყოფის მოვლის სამედიცინო ნივთები. კომპანიის 13 ფილიალში წარმოდგენილი პროდუქტები ისეთი ცნობილი ბრენდებისაა, როგორიცაა: მორსა / MorsaCyberg, ბერგერი/Berger, ბაუერფეინდი/Bauerfeind, დარკო/Darco და სიგვარისი / Sigvaris. მათი შეძენა შესაძლებელია თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარე მაღაზიებში და ონლაინ რეჟიმში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)