|
2022-12-25 14:09:40, 2624 ნახვა
სხვადასხვა
რომის პაპი - ვგმობ ფულისა და დიდების გაუმაძღარ სურვილს და სამყაროს სადაც ომმა და უსამართლობამ ფეხქვეშ გათელა ადამიანის ღირსება და თავისუფლება
"ვგმობ ფულისა და დიდების გაუმაძღარი სურვილს და სამყაროს სადაც ომმა და უსამართლობამ ფეხქვეშ გათელა და დათრგუნა ადამიანის ღირსება და თავისუფლება. - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო ლიტურგიის დროს. „მაშინ, როდესაც ცხოველები იკვებებიან თავიანთ სადგომებში, ადამიანები ჩვენს სამყაროში ესწრაფვიან სიმდიდრესა და ძალაუფლებას, ჭამენ მეზობლებსაც, თავის ძმებსა და დებსაც. რამდენი ომი ვიხილეთ, რამდენ ადგილას. დღესაც უგულებელყოფენ ადამიანურ ღირსებასა და თავისუფლებას. როგორც ყოველთვის, ამ ადამიანური სიხარბის მთავარი მსხვერპლი ყველაზე დაუცველები არიან. ამ შობასაც, ისევე როგორც იესოს დაბადებისას, მსოფლიო ისწრაფვის ფულისკენ, ძალაუფლებისა და სიამოვნებისკენ და აღარ რჩება სივრცე ყველაზე პატარებისთვის, უამრავი არდაბადებული, ღარიბი და დავიწყებული ბავშვისთვის. ვფიქრობ პირველ რიგში ბავშვებზე, რომლებიც შთანთქა ომმა, სიღატაკემ და უსამართლობამ. არ მისცეთ ნება შიშს, შეგუებასა და იმედგაცრუებას, თქვენზე გაიმარჯვოს. ბაგაში მწოლიარე იესო გვიჩვენებს, რომ სიცოცხლის რეალური სიმდიდრე არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებშია. არ დაუშვათ, რომ ამ შობამ სიკეთის კეთების გარეშე ჩაიაროს“, – განაცხადა რომის პაპმა ქადაგებისას. ხვალ, ტრადიციულად, რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან მორწმუნეებს „ურბი ეთ ორბი“ ქადაგებით მიმართავს და შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს. მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოების კორესპონდენტებმა, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან ვატიკანის გაშუქებაში, პაპის სიტყვები განმარტეს, როგორც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ფარული კრიტიკა. ისინი წერენ, რომ პაპი აუცილებლად მოიხსენიებს უკრაინას საშობაო წირვაზე კვირა დღის მეორე ნახევარში. პონტიფიკოსი მუდმივად მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, დაასრულონ სისხლისღვრა და სთხოვს თავის სამწყსოს, ილოცონ უკრაინაში მშვიდობისთვის. თუმცა, ზოგიერთი მას აკრიტიკებს, რომ არასოდეს დაგმო რუსეთი შემოჭრის, ათიათასობით ადამიანის მოკვლისა და მშვიდობიანი მეზობელი ქვეყნის განადგურების გამო. რომის პაპი ხშირად საუბრობს უკრაინელი ხალხის ტანჯვაზე, რომელიც "აგრესიის ტანჯვას" განიცდის. ორიოდე კვირის წინ პონტიფიკოსმა ცრემლები ვერ შეიკავა „ტანჯული და სულგრძელი“ ქვეყნის მკვიდრთათვის ლოცვისას. მან საჯაროდ მიმართა პუტინს თხოვნით „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი, მათ შორის საკუთარი ხალხის გულისთვის“.
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)