|
2022-12-22 15:31:23, 1038 ნახვა
საზოგადოება
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებსა და სხვა მოწვეულ სტუმრებს საქველმოქმედო ღონისძიებაზე „რედისონ ბლუ ივერიაში“ უმასპინძლა. ფონდმა 2022 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა და მოწვეულ სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო - მიმდინარე წელს ფონდის მიერ 53 დაჭრილი მებრძოლი დაფინანსდა, ჩატარდა 17 ოპერაცია, მათ შორის 13 ურთულესი, ოფთალმოლოგიური ჩარევა და ა.შ. ღონისძიებაზე ახალი ინიციატივაც გახდა ცნობილი. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით დაჭრილი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე დაღუპული ჯარისკაცების შვილებისთვის ინგლისური ენის მოსამზადებელი სპეციალური კურსები შეიქმნა. ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა. მან ყურადღება დაჭრილი და დაშავებული სამხედროებისა და ვეტერანების რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ფონდის წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ანგარიშზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდის გენერალური დირექტორი გიორგი რამიშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ფონდის დამფუძნებელი დავით მამულაიშვილი, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი კირუშენ აბიდინოღლუ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე. ვიდეოტელეკონფერენციით კი, ღონისძიებაზე დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი ჩაერთო. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 2018 წლის ივლისიდან „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდს“ კომპანია „სილქნეთი“ ხელმძღვანელობს.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 28.2 მლრდ აშშ დოლარი (74.5 მლრდ ლარი) შეადგინა
რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისში აივნიდან გადმოაფსა, 15 დღით დააკავეს და შემდეგ საქართველოდან დაადეპორტებენ
საუდის არაბეთმა Flydubai-ს ბორტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს ბანკმა AI-ის ყველაზე ინოვაციური გამოყენებისთვის DataIQ-სგან ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)