|
2022-12-17 16:05:00, 1045 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ახვლედიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების მიხედვით, ირაკლი ანდღულაძემ მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და ასევე, მომავალი წლის გეგმების შესახებ ისაუბრა. 2022 წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 23,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. საგზაო ინფრასტრუქტურა 62 ათას კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები 116 მისამართზე შესრულდა; სანიაღვრე და წყალარინების ქსელი 23 მისამართზე მოეწყო; გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 16 მისამართზე განხორციელდა; საბავშვო-გასართობი ატრაქციონები 8 მისამართზე დამონტაჟდა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება-რეაბილიტაცია 47 მისამართზე განხორციელდა; 5 სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა, კიდევ 5 მისამართზე დაზიანებები შეკეთდა; ასევე, 6 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყო. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 197 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, 42 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი შეკეთდა; 38 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 33 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა. გამგეობის მიმდინარე წლის ბიუჯეტი, ისევე, როგორც მომავალი წლის ორიენტირებულია მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებაზე. ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში, 8 700 ბენეფიციარი დაფინანსდა. 2022 წელს გამგეობამ 13 კულტურულ-სპორტული და შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარა, კიდევ 3 საახალწლო ღონისძიება წლის ბოლოს ჩატარდება. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გამგებელმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა სტუმრებს სიტყვით მიმართეს. ღონისძიებას პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები, ასევე, თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)