19:32 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-17 15:44:17, 982 ნახვა

საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - დისკრეციული პირობები არ ექნება არცერთ კონფესიას, მაგრამ დარჩება ალტერნატიული სამსახური

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ახალი კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებაზე ისაუბრა, რაც გამორიცხავს „რელიგიური ორგანიზაციების“ შესაძლებლობას, დაეხმარონ ცალკეულ პირებს, თავი აარიდონ  სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავის არიდების ძირითადი მიზეზი სასულიერო პირის სტატუსის მოპოვებაა. მისი განცხადებით, ყველა რელიგიის წარმომადგენელი სამხედრო ვალდებულია, მაგრამ თუ მათი რელიგია და მრწამსი არ აძლევს შესაძლებლობას გაიარონ სამხედრო სამსახური, ისინი გაივლიან ალტერნატიულ სამსახურს. თავდაცვის მინისტრმა სამართლებრივ რეგულირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დისკრეციული პირობები არ ექნება არცერთ კონფესიას, მაგრამ დარჩება ალტერნატიული სამსახური. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„დისკრეციული პირობები არ ექნება არც ერთ კონფესიას, თუმცა, მე უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ შინაარსობრივი პრიმატი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აღმატებული უნდა ყოფილიყო და ჩვენ ის პერიოდი ალბათ ვერ გავითვალისწინეთ, რომ ასეთი პრობლემა შეიძლებოდა შექმნოდა ქვეყანას ამის გამო. ეს მომენტი გავუშვით, როდესაც ჩვენ არ შევედით შინაარსობრივი ანალიზის გაკეთებაში, ის რეალურად ახორციელებს სასულიერო პირის ფუნქციებს თუ არა. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ხელოვნური და მოგონილი იყო, ალბათ ორიენტირებული ძირითადად ხელის მოთბობაზე. ეს აღარ იქნება, თუმცა იმ ალტერნატივას ჩვენ ვტოვებთ, თუ ობიექტური მიზეზია, როდესაც ადამიანს უბრალოდ არ სურს, რომ გაიაროს საბრძოლო მომზადება და დაიჭიროს ხელში იარაღი. მათთვის ისევ დარჩება ალტერნატიული სამსახური“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა Flydubai-სთან დაკავშირებულ ინციდენტს „ჯიჰადისტური ტერორისტული თავდასხმის მცდელობა“ უწოდა
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
გუნბა: საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებსაც აფხაზეთის ძალის გამოყენებით დაბრუნება სურთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics