|
2022-12-16 17:18:10, 1871 ნახვა
რეგიონი
აჭარაში წარჩინებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ
აჭარაში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 39 წარმატებული სტუდენტი დაჯილდოვდა. სტუდენტებს სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ. 2021-2022 წლებში სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2400 სტუდენტი დაფინანსდა, ხოლო სულ აღნიშნული პროგრამით 2012-2022 წლებში ისარგებლა 10 000- მდე სტუდენტმა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლება რჩება მთავარ პრიორიტეტად და 2023 წელს განათლების და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიმართულებით დაფინანსება კიდევ უფრო იზდება. ,,მინდა მოგილოცოთ დღევანდელი წარმატება, მერწმუნეთ, რომ შრომას, განსაკუთრებით როცა საქმე განათლებას ეხება, ყოველთვის მოაქვს შედეგი. მახარებს, რომ გარდა გარდა სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამებისა, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად გავზრდით განათლების ინფრასტრუქტურის, სუდენტთა ხელშეწყობის, საზღვარგარეთ სწავლების პროგრამების დაფინანსებას. ასევე, სტუდენტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიწნით დაიწყება სტუდენტთა საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა ბათუმში" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას. აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების ხელმისაწვდომიბის გაზრდის მიზნით 2012 წლიდან ახორციელებს სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამას. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. სტუდენტები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძემ, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძემ დააჯილდოვეს. 2023 წლის აჭარის ბიუჯეტის ფარგლებში ასევე იზრდება საზღვარგარეთ სასწავლო პრაქტიკის დაფინანსება და 200-მდე სტუდენტი ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით. 100 სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა-სტაჟირება საზღვარგარეთ.
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
მოზარდი, რომელსაც მკვლელობისთვის წარდგენილი ბრალი შეუმსუბუქდა, პატიმრობიდან გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)