|
2022-12-15 22:00:32, 4105 ნახვა
Lifestyle
მე ვთამაშობდი მხოლოდ სასურველი ქალის როლებს - სკარლეტ იოჰანსონი ზეწოლაზე ჰოლივუდში
38 წლის სკარლეტ იოჰანსონი გახდა პოდკასტის "მაგიდა ორისთვის ბრიუს ბოზის" მორიგი გადაცემის სტუმარი, სადაც გაიხსენა მისი რთული გზა ჰოლივუდში. მსახიობის თქმით, პირველ წლებში მას შესთავაზეს ერთი და იგივე ტიპის სექს-ბომბის და ფატალური ლამაზმანების როლები და ძლივს მოახერხა ამ როლიდან გამოსვლა. "მე გადავიღე თარგმანში დაკარგული და გოგონა მარგალიტის საყურით და მაშინ 18 ან 19 წლის ვიყავი. საკუთარ ქალურობას ვეჩვეოდი და საკუთარ თავს ვიცნობდი. გამუდმებით ვთამაშობდი სურვილის ობიექტს და უცებ აღმოვჩნდი კუთხეში.ვერ გამოვძვერი.თუმცა ზეწოლის მიუხედავად სკარლეტი არ გატყდა და უფრო ფრთხილად დაიწყო როლების არჩევა. დავიწყე ამ პრობლემაზე მუშაობა, ვცდილობდი სხვადასხვა პროექტში მიმეღო მონაწილეობა და სხვადასხვა გუნდთან ერთად მემუშავა, - თქვა მსახიობმა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ სკარლეტ იოჰანსონი ითამაშებს ვეს ანდერსონის ახალ ფილმში Asteroid City. ნოემბერში კი მსახიობი თავის შეყვარებულ კოლინ ჯოსტთან ერთად პირველად გამოვიდა ფარული ქორწილისა და მეორე საერთო შვილის გაჩენის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ სკარლეტ იოჰანსონი მეორედ ამ წლის აგვისტოში დედა გახდა. მსახიობის ორსულობის შესახებ მედიამ ცოტა ხნით ადრე, ივლისის დასაწყისში შეიტყო და ქმარმა ეს ფაქტი მხოლოდ ბიჭის დაბადების წინა დღეს დაადასტურა. მსახიობს ასევე ჰყავს ქალიშვილი რომენ დურიაკთან წინა ქორწინებიდან, 7 წლის როუზ დოროთი.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)