07:44 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 12:02:59, 972 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გიორგი კობიაშვილი უხელმძღვანელებს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში ვაკანტური იყო, გიორგი კობიაშვილი წარადგინა. 

მისი თქმით, გიორგი კობიაშვილი პროფესიით პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.

„როგორც იცით,  ვაკანტური იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი უწყება, რომლის მართვაზეც არის დამოკიდებული ჩვენი მიუსაფარი ცხოველების ბედი. ბევრი სასიკეთო ცვლილებაა დაგეგმილი ამ მიმართულებით, მთელი საკანონმდებლო ცვლილებები. დედაქალაქის მერია მზადაა, გამოყოს თანხები და განახორციელოს სხვადასხვა პროექტი იმისთვის, რომ ეს მიმართულება მოწესრიგდეს. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ გიორგი კობიაშვილს, რომელსაც უყვარს ცხოველები და წლებია, დაინტერესებულია პრობლემების გადაჭრით. გიორგი კობიაშვილი პროფესიით პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მაგისტრი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. იგი 2016-2018 წლებში მუშაობდა სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ვეტერინარიის დეპარტამენტში, ხოლო 2018-2022 წლებში იყო ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მენეჯერი და საკმაოდ კარგი გამოცდილება გააჩნია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა ცხოველთა მონიტორინგის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა. 

„დარწმუნებული ვარ, იმ  გამოწვევების დაძლევას, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, ერთიანი ძალებით შევძლებთ. მთელი რიგი საკანონმდებლო პაკეტია მომზადებული, რომ ცვლილებები განხორციელდეს. ყველა დაინტერესებულ პირს, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაცია თუ მოქალაქე, ექნება შესაძლებლობა, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების პროცესში ჩაერთოს. ჩვენ გვაქვს ამის მზაობა. გიორგი კობიაშვილს კი მინდა წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics