|
2022-12-13 16:39:39, 1733 ნახვა
საზოგადოება
„ვოლვო ქარ საქართველომ“ „თბილისი ჰილს გოლფის“ პარტნიორობის ჯილდო მოიპოვა
გოლფის სეზონის დახურვა კლუბის წევრებმა „შატო მუხრანში“ აღნიშნეს. ღონისძიებაზე, რომლის მხარდამჭერი „ვოლვო ქარ საქართველო“ იყო, სპორტის ამ სახეობის წლის მიღწევები შეაჯამეს და სხვადასხვა ნომინაციაში ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოავლინეს. „თბილისი ჰილს გოლფმა“ „ვოლვო ქარ საქართველოს“ 2022 წლის პარტნიორის ჯილდო გადასცა. გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „ვოლვო ქარ საქართველოსთვის“ ეს ჯილდო ძალიან დიდი პატივია. Volvo Car გოლფის გლობალური მხარდამჭერია და, შესაბამისად, „ვოლვო ქარ საქართველოც“ აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. გოლფით დაინტერესებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც ორმხრივი პარტნიორობის შედეგია. ჩვენი მომხმარებლები სარგებლობენ შეთავაზებებით „თბილისი ჰილს გოლფში“, ხოლო გოლფის კლუბის წევრები ჩვენთან, „ვოლვო ქარ საქართველოში“, სპეციალურ პირობებს იღებენ“. „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, 2022 წლის სეზონის განმავლობაში გოლფის არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა. პოლ პოჰი, „თბილისი ჰილს გოლფის“ დირექტორი: „თბილისი ჰილსიც“ და „ვოლვოც“ ერთსა და იმავე აუდიტორიაზე არიან ორიენტირებულნი და ორივეს მიზანი უმაღლესი ხარისხია. შესაბამისად, ეს პარტნიორობა ორივე მხარის მარკეტინგული საქმიანობისთვის მოგებიანია და მე მადლობელი ვარ „ვოლვოსი“ იმ საჩუქრებისთვის, რომლებსაც ის გოლფის ტურნირებისთვის აწესებს. ჩვენ საერთო ხედვა გვაერთიანებს, რაც, მაღალი ხარისხის სტანდარტების გარდა, ეკომეგობრული გარემოს შექმნაშიც გამოიხატება. „ვოლვო“ აქტიურად მიისწრაფვის ელექტრიფიცირებისკენ. ჩვენ კი ახლახან დავამთავრეთ მზის ენერგიის პარკის გაშენება „თბილისი ჰილსზე“ და მოვაწყვეთ ელექტრომობილების დამტენი სადგურები“. მთელი წლის განმავლობაში „თბილისი ჰილსის“ ტერიტორიაზე გოლფის კლუბის წევრებსა და ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, ვოლვოს უახლესი მოდელები ადგილზე დაეთვალიერებინათ და სურვილის შემთხვევაში, ტესტდრაივით ესარგებლათ. -- „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)