21:18 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-13 15:11:45, 1050 ნახვა

საზოგადოება
პროკურატურის წარმომადგენლებმა ფოთის, ხობის და ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, ფოთის, ხობის და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, თვითმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

გენერალური პროკურატურის ცნობით, პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრების მონაწილეებს, ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, იმსჯელეს როგორც ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვის და დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობაზე, ისე დაზარალებულების მხარდაჭერისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესზე.

პროკურორებმა ადგილობრივ მოსახლეობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უწყების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები გააცნეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დაზარალებულთა მხარდაჭერის და ფემიციდის პრევენციის მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე.

პროკურატურის წარმომადგენლებმა მოისმინეს შეხვედრების მონაწილეების მოსაზრებები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური დანაშაულის შესახებ; ისაუბრეს ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზე, არსებულ გამოწვევებზე და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. ამ მიზნით, პროკურორები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
სექსუალურ ძალადობაზე ფედერაციის და კლუბის დუმილი შემზარავია - კოალიცია "ცვლილებისთვის” პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს
ევროკავშირმა ავიაკომპანიები საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში არსებული საფრთხეების შესახებ გააფრთხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics