|
2022-12-10 17:28:21, 4131 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“ დაესწრო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქისძესთან ერთად, პარაგრაფ რეზორტში, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, სახელწოდებით - „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“ დაესწრო. საერთაშორისო კონფერენში მონაწილეობდნენ ბირთვული მედიცინის ქართველი პროფესორები და უცხოელი სპეციალისტები. მოწვეულმა ექიმებმა სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენებები სხვადასხვა ონკოდაავადების დიაგნოსტირება-მკურნალობაში ბირთვული მედიცინის, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (პეტ/კტ) მნიშვნელობისა და რადიაციულ ონკოლოგიაში მიღწეული მკურნალობის მეთოდების შესახებ. ,,2023 წლიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დაფინანსებას 90-100 % - მდე გაზრდის. კვლევა ასევე დაუფინანსდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს. დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტარიფით განსაზღვრული პროპორციების დაცვით. აღნიშნულ სერვისს სამინისტრო ამბულატორიული, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევებისა და მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების პროგრამების ფარგლებში, 2018 წლიდან აფინანსებს და პროგრამით დღემდე 270 მოქალაქემ ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 561 210 ლარი გამოიყო“ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. კონფერენციის გზავნილი იყო მედიცინაში ულტრათანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ონკოლოგიური დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლება. #კიბოარარისგანაჩენი! აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქისძესთან ერთად, პარაგრაფ რეზორტში, კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, სახელწოდებით - „ონკოლოგია და ბირთვული მედიცინა“ დაესწრო. საერთაშორისო კონფერენში მონაწილეობდნენ ბირთვული მედიცინის ქართველი პროფესორები და უცხოელი სპეციალისტები. მოწვეულმა ექიმებმა სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინეს მოხსენებები სხვადასხვა ონკოდაავადების დიაგნოსტირება-მკურნალობაში ბირთვული მედიცინის, პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (პეტ/კტ) მნიშვნელობისა და რადიაციულ ონკოლოგიაში მიღწეული მკურნალობის მეთოდების შესახებ. ,,2023 წლიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დაფინანსებას 90-100 % - მდე გაზრდის. კვლევა ასევე დაუფინანსდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს. დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტარიფით განსაზღვრული პროპორციების დაცვით. აღნიშნულ სერვისს სამინისტრო ამბულატორიული, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევებისა და მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების პროგრამების ფარგლებში, 2018 წლიდან აფინანსებს და პროგრამით დღემდე 270 მოქალაქემ ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 561 210 ლარი გამოიყო“ - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. კონფერენციის გზავნილი იყო მედიცინაში ულტრათანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ონკოლოგიური დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლება. #კიბოარარისგანაჩენი!
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რუსეთი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდება
პოლონეთის მმართველმა კოალიციამ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელის შეცვლა უზრუნველყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)