|
2022-12-08 17:52:08, 1958 ნახვა
რეგიონი
აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის კარდიოქირურგიული ოპერაციები სრულად ფინანსდება
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს - გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის კარდიოქირურგიული (გეგმიური, ურგენტული) ოპერაციები სრულად ფინანსდება. აღნიშნული ცვლილება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მიხედვით დაფინანსების ახალი მექანიზმის ამოქმედებამ განაპირობა. კერძოდ, ცვლილება განაპირობა DRG-ის ფარგლებში აღნიშნული სერვისების საბაზისო ღირებულების განსაზღვრამ, დარჩენილ თანაგადახდას კი აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გულის ქირურგიის პროგრამით ფარავს. საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროების პროგრამების ფარგლებში, ასევე გარკვეული სოციალური კატეგორიის მოქალაქეებისათვის სრულად ფინანსდება გეგმიური გულის ან/და კორონალური არტერიების ანგიოგრაფია. აღნიშნული ცვლილებები მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდა. 2023 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს - გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, გაიზრდება ზოგიერთი კარდიოლოგიური სამედიცინო მომსახურების დაფინანსების პროცენტული წილი - რომელიც არ არის განსაზღვრული DRG მეთოდით და დაფინანსდება 80- დან 100 % -ის ფარგლებში. ასევე, გაიზრდება იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება 90%-მდე, რომლიც ფინანსდება DRG მეთოდით განსაზღვრული საბაზისო ღირებულების ფარგლებში, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო ბენეფიციარი ვერ ხვდება ზემოთ აღნიშნულ პროგრამაში. აღნიშნულ სიახლეებთან და სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი პროგრამების შესახებ, დღეს მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფლის ექიმებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს ესაუბრა. მინისტრის განმარტებით, 2023 წელს სამინისტროს ბიუჯეტი 4 000 000 ლარამდე გაიზრდება და 32 735 000 ლარი იქნება. შესაბამისად გაიზრდება პროგრამების ბიუჯეტი და მოსარგებლეთა რაოდენობა, ასევე ამოქმედდება რამდენიმე ახალი პროგრამა. ,,სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა, ხარისხის გაუმჯობესება. ამიტომ, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტები თავისი შინაარსითა და მოცულობით სწორედ ამ აქცენტებზეა აგებული. შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით მომავალი წლის ბიუჯეტში დაგეგმილი სიახლეები და ცვლილებები, ასევე განვიხილეთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს DRG მოდელისა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თანადაფინანსების მეთოდი გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამის“ მაგალითზე, - აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. მოავალ წელს პირველად დაფინანსდება, ბადურის მძიმე დაავადებების მკურნალობა, ახალი თაობის ანტიანგიოგენური პრეპარატებით. დაიწყება ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მქონე პაციენტების სტაციონარული მომსახურების დაფინანსება. ასევე, პირველად დაიწყება შშმ სტატუსის მქონე 1 წლამდე ბავშვის მშობლის და ოსრულის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა 2000 ლარის ოდენობით.
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)