10:09 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-08 12:58:14, 1815 ნახვა

რეგიონი
კახეთში, 1300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება

საქართველოს მელიორაცია კახეთში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მარცხენა მაგისტრალური არხის პირველი და მეორე რიგის  წყალგამანაწილებლების   რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც, ჯამში, 20,7 კმ სიგრძის დახურული მილსადენის მოწყობასა და 11,8 კმ სიგრძის რკინაბეტონის არხის მშენებლობას ითვალისწინებს. ყველა წყალგამანაწილებელზე დამონტაჟდება  ჰიდრანტები და დამცლელი ჭები, მილ-ხიდები და წყალმიმღები.

ჩატარებული  სამუშაოების შედეგად,   სოფელ მანავისა და თოხლიაურის    1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება. 

9,2 მლნ ლარის ღირებულების პროექტის დასრულება 2024 წელს  იგეგმება. 

შპს  „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ, სოფელ მანავში მიმდინარე სამუშაოები  რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად   დაათვალიერა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics