11:54 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 12:02:12, 1107 ნახვა

საზოგადოება
დიდია მწუხარება სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის გარდაცვალების გამო - ილია მეორეს სამძიმარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბახმუტთან გარდაცვლილი ქართველების გამო სამძიმარს გამოთქვამს. 

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, პატრიარქი უკრაინაში გარდაცვლილი ხუთი მებრძოლის სახელით ლოცვებს აღავლენს. 

"ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მარაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს

დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის, - ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ", - წერია სამძიმრის წერილში. 

შეგახსენებთ, რომ რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ,  უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics