15:50 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-07 11:46:18, 2595 ნახვა

კომენტარი
ჯამბულათ ხოფერიას მამა - თბილისი დედაქალაქია და არ სჭირდება სახელის გადაკეთება მშვიდობის ქალაქად

თბილისი დედაქალაქია - დედა ქალაქი და არ სჭირდება სახელის გადაკეთება მშვიდობის ქალაქად, - ამის შესახებ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია "ფეისბუქზე" წერს. 

"იმიტომ ვწერ რომ ვიცი ხალხი მიყურებს ჩემი ხალხი ..

მეომრის გზა რთულია მაგრამ ეს არჩევანია.. მთელი ცხოვრება იყო მეომარი ეს ორმაგად რთულია იმიტომ რომ შენ გიფარავს ღმერთის ხელი ხოლო შენი თანამებრძოლები მიჰყავს გემატება ტკივილი რომელიც საჭურველთან ერთად უნდა ატარო მაგრამ ყველა მეომარმა იცის რომ ცხოვრება გრძელდება ზუსტად ამისთვის იღუპებიან ისინი და ამიტომ:

ნაძვის ხეც უნდა დაიდგას რამეთუ ბავშვებს ძალიან უყვართ ის და ჩვენი მომავალი ბავშვებია საიდანაც უნდა მოვიდეს ჩვენი ცვლა..

ქალაქიც განათებული უნდა იყო ხალხიც უნდა ზეიმობდეს ვისაც ეზეიმება რატომ ? იმიტომ რომ მწუხრი და სიხარული გვერდი გვერდ არიან და იზეიმონ ადამიანებმა იმედი არ დაკარგონ ..

თბილისი კი დედაქალაქია დედა ქალაქი და არ სჭირდება სახელის გადაკეთება მშვიდობის ქალაქად..
იცოდეთ მეომრები წასულებიც და ისინიც ვინც დარჩა იდგებიან თავიანთ ტკივილთან და საჭურველთან ერთად ფარად რათა იცოცხლოს საქართველომ და ცხოვრება გაგრძელდეს....",- წერს დაღუპული ჯარისკაცის მამა. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას 1-ელ დეკემბერს ემსხვერპლა. 

რუსულ აგრესიას უკრაინაში, 24 თებერვლის შემდეგ,  უკვე 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics