01:55 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 10:29:12, 894 ნახვა

საზოგადოება
აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძეს აზერბაიჯანის იუსტიციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული სახელმწიფო მედალი გადასცა

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამართლებრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სახელით, საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს აზერბაიჯანის იუსტიციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული სახელმწიფო მედალი გადასცა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ფორუმი ქალაქ ბათუმში წელს პირველად, მიმდინარე წლის მარტში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება. ორი ქვეყნის სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, რაც ქართულ-აზერბაიჯანულ დარგობრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics