10:09 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-01 17:31:14, 2320 ნახვა

რეგიონი
აჭარა ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

საქმიანი ტურიზმის მიმართულებით აჭარის შესაძლებლობებს ბარსელონას ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან. IBTM World- ის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 15 000-ზე მეტი ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ესწრება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები საქმიან შეხვედრებს მართავენ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმით უკვე დაინტერესდა არაერთი ტურისტული კომპანია, რომლებიც კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობენ და ახალ, მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებს ეძებენ. 

IBTM World არის წამყვანი გლობალური ღონისძიება შეხვედრების, ინსენტივების, კონფერენციებისა და ღონისძიებების ინდუსტრიაში.  მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3000-ზე მეტი ტურისტული მიმართულება და მომწოდებელი მონაწილეობს, რაც საქმიანი კავშირების დამყარებისა და ინდუსტრიაში არსებული ტენდენციების გაცნობის საუკეთესო საშუალებას იძლევა. გამოფენის პარალელურად ტარდება არაერთი პრეზენტაცია და წამახალისებელი აქტივობა ორგანიზაციების შესაძლებლობების გასაცნობად. 

გამოფენის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ჟურნალ ,,The Headquarters" წარმომადგენლებთან, რომლებიც MICE ტურიზმის მიმართულებით ამზადებენ სტატიებს. ბარსელონას ტურისტულ გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
კაჩინსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ სიტუაციას სახელმწიფო გადატრიალება უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics