|
2022-11-30 23:18:22, 1159 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი „საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო
დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოში ,,საქართველოს უნივერსიადა 2022’’-ის, ,,ევროპის უნივერსიადა 2022’’-ისა და ,,საბრძოლო სპორტის სახეობებში მსოფლიო საუნივერსიტეტო თასის“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო,ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით,კახა კალაძემ ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ახალგაზრდების ჩართვა სპორტში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრიორიტეტული საკითხია. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს შესაძლებლობა, „უნივერსიადის“ გამარჯვებულები დავაჯილდოოთ, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გარდა იმისა, რომ სწავლობთ, პროფესიას ეუფლებით, ასევე დაკავებული ხართ სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით - ეს უკვე დიდი გამარჯვებაა თითოეული თქვენგანისთვის და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ჩვენი ამოცანა - მეტი სპორტი, მეტი ჯანსაღი ცხოვრების წესი შევიტანოთ ახალგაზრდებში და არა მარტო ახალგაზრდებში, ყველა თაობის ცხოვრების წესად ვაქციოთ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების პრიორიტეტული მიმართულებაა. ალბათ ხედავთ, რომ როცა ხდება რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, პარკების განახლება, სკვერების რეაბილიტაცია, ყოველთვის მაქსიმალური ყურადღება ეთმობა იმ სივრცეების მოწყობას, სადაც შეიძლება ადამიანი დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით. რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით მნიშვნელოვანია ამ მიმართულების პოპულარიზაცია. ცხადია, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი ვერ გამოვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცხოვროთ ცხოვრების ჯანსაღი წესით. მინდა, მივულოცო „ევროპის უნივერსიადის“ გამარჯვებულებს. ძალიან სასიამოვნოა პოლონეთში მოპოვებული გამარჯვება და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხრიდან, მუნიციპალიტეტის მხრიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა, რადგან რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებთ, მართლაც მნიშვნელოვანი საქმეა. თქვენ - ახალგაზრდები აჩვენებთ თანატოლებს, რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი და ჯანსაღად ცხოვრება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ,,საქართველოს უნივერსიადა 2022’’ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 20 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში შეჯიბრებები სპორტის 13 სახეობაში ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოში ავტორიზებული 34 უმაღლესი სასწავლო დაწესებულების 5000-მდე სტუდენტმა. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ფიზიკური აქტივობის დონის ამაღლება, საუნივერსიტეტო სპორტში ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა. ასევე, გამარჯვებული სპორტსმენებისა და გუნდების გამოვლენა, საქართველოს სტუდენტური ნაკრებისთვის კანდიდატების შერჩევა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ხელშეწყობით, ქართველმა სტუდენტებმა წარმატებით იასპარეზეს ,,ევროპის უნივერსიადა 2022’’-ზე, რომელიც პოლონეთის ქალაქ ლოძში გაიმართა. სპორტსმენებმა 5 მედალი მოიპოვეს: 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო - ძიუდოსა და ჭადრაკის სახეობებში; ხოლო ,,მსოფლიო საუნივერსიტეტო თასი საბრძოლო სპორტის სახეობებში’’, რომელიც თურქეთში, ქალაქ სამსუნში ჩატარდა, სპორტსმენებმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 3 ვერცხლის, სამბოში კი 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ღონისძიების ფარგლებში ,,საქართველოს უნივერსიადა 2022’’-ის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში გამარჯვებულებს, ასევე, ,,ევროპის უნივერსიადა 2022’’-ისა და ,,მსოფლიო საუნივერსიტეტო თასი საბრძოლო სპორტის სახეობებში’’ საპრიზო ადგილის მფლობელები მედლებით, თასებით, სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)