|
2022-11-25 21:07:07, 1136 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ზურაბიშვილზე - ვაგონებით ჩამოდიან რუსები საქართველოშიო. არ ვიცი, რა ვაგონები, ან ვაგონებით ჩამოსული ხალხი ბოლოს როდის ნახა
სამწუხაროდ, ქალბატონი სალომე რა ხარისხით წაყვა ნაცების ნარატივს, ახლა გეტყვით. ერთი-ერთი მიმართულება, პიარის, მათ ტელევიზიებზე და პარტიულ წარმომადგენლებზე დავალება, რა აქვთ, იცით? რომ საქართველოში ჩამოდიან რუსები და აღარ მიდიან უკან. მიუხედავად იმისა, რომ იციან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დარჩნენ, მათი დიდი ნაწილი არის ეთნიკურად ქართველი". - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ კავშირშია ნაცების ნარატივთან, როდესაც აცხადებს, რომ საქართველოში ვაგონებით ჩამოდიან რუსები და უკან აღარ ბრუნდებიან. როგორც მან აღნიშნა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოში ჩამოსული რუსების უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია. ,,ამის მიუხედავად, მაინც ლაპარაკობენ, რომ საქართველოში ჩამოდიან რუსები და რჩებიან და აღარ მიდიან. ახლა, ამ ნარატივის აწევა, როგორ მოუნდა ქალბატონ სალომეს. ვაგონებით ჩამოდიანო - ეს სიტყვა უხსენებია. ვაგონებით ჩამოდიან რუსები საქართველოშიო. არ ვიცი, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ითხოვს, რა ვაგონები, ან ვაგონებით ჩამოსული ხალხი ბოლოს როდის ნახა. აი, წარმოიდგინეთ, პიარ სტრატეგიაში და პიარ ხაზში ჩაჯდომის ხარისხის სურვილი. ვაგონებით ჩამოდიან რუსები, ამას ხომ აქვს რაღაც საზღვარი. გავიგე, თქვა რაღაცა, გავაკრიტიკეთ, იმიტომ რომ არაობიექტური იყო, ამას არაობიექტურიც აღარ ქვია. უბრალოდ, ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ის სრული ნარატივი, რომ რუსები ჩამოდიან და მასიურად რჩებიან, რა თქმა უნდა, ბევრი რუსი, უკრაინელი, სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის, მაგრამ რადგან უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, მიუხედავად მისი ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი განცხადებების მიუხედავად და რუსეთი, რომ ოკუპანტი ქვეყანაა, ჩვენს მოქალაქეებს, ეთნიკური ნიშნით არ ვარჩევთ. ეს ვთქვით და აქ მართლები აღმოვჩნდით. ფაშისტობას უნდა დაანებოს ყველამ თავი. ეს ერთი. მაგრამ, ამასაც თავი დავანებოთ. ხომ ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების ძალიან დიდი რაოდენობა, ვინც რჩება, ეთნიკურად ქართველია. 800 ათასი ადამიანი ცხოვრობს მინიმუმ რუსეთში და ამ ადამიანებიდან 50 ათასი, რომ ჩამოვიდეს, უნდა ვიძახოთ, რომ რუსები ჩამოვიდნენ? ხომ შეიძლება, სიმართლეს თვალი გაუსწორო და ტყუილი ნარატივი არ გამოვიყენოთ. ქალბატონი სალომე ამ ნარატივს აძლიერებს, ეს არის ძალიან დამაზიანებელი,’’ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
აშშ-მ და უკრაინამ მაიამიში მიმდინარე მოლაპარაკებები შეაჩერეს
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
კობახიძე - რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ თავის დროზე, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
კობახიძე - ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)