|
2022-11-24 10:50:55, 1525 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Spotlight 2022 ბრუნდება
„საქართველოს ბანკი“ საინტერესო და მასშტაბური ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის პარტნიორობით წლის მთავარი მარკეტინგული ღონისძიება Spotlight 2022, 27 ნოემბერს, სასტუმრო პულმან აქსის თაუერსში გაიმართება. ღონისძიებაზე დღის განმავლობაში, 700-მდე დელეგატი შეძლებს დაესწროს მასტერკლასებს, ვორკშოპებს, ინსპირაციულ გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს. Spotlight-ის სცენიდან, 30-მდე სპიკერი დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. ღონისძიებაზე სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ შეხვდნენ ძველ კოლეგებს და დაამყარონ ახალი პარტნიორული ურთიერთობები. წლევანდელი Spotlight 2022-ის სპიკერების სია ასე გამოიყურება: დავით გოგიჩაიშვილი, ანი რობაქიძე, მიშა გიორგაძე, კახი კანდელაკი, დიმიტრი ვაჩნაძე, ნიკო ნერგაძე, მარიამ ცანავა, „კაცების შოუ“, ანჟე ჟერები, თოკა არეშიძე, ელენკა კოხრეიძე, ალექსანდრე ჯეჯელავა, სანდრო კვანტალიანი, გიორგი კონტუაძე, რუსკა მაყაშვილი, მარიამ წილოსანი, ეთო მერებაშვილი, ლევან ლაფაჩი, გიორგი ქუცა რუხაძე, უჩა ურუშაძე, ირინა დუმბაძე, მარიამ ჩხაიძე, ბექა მეფარიშვილი. „საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია ბიზნესის სფეროსა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარებისა და პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ ისეთი მარკეტინგული ღონისძიების მხარდამჭერი, როგორიც Spotlight-ია. ეს ღონისძიება ძალიან კარგი ადგილია, სადაც მარკეტერებს, ინოვაციით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, წარმოადგინონ საინტერესო მიდგომები, არაორდინალური იდეები და ა.შ. მთავარია არ გავჩერდეთ და მუდამ ვეძებოთ ახალი შესაძლებლობები თუ სირთულეები, რათა საბოლოო ჯამში ისეთ გამარჯვებებს მივაღწიოთ, რაც აქამდე წარმოუდგენლად ჩანდა“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“. Spotlight-ის ისტორია 2013 წელს იწყება, რომლის ავტორიც Marketer.ge-ია. პირველი ღონისძიება ფოკუსირებული რეკლამის და მარკეტინგის ინდუსტრიაზე იყო. 2016 წელს Spotlight-ის რებრენდინგი მოხდა და შეიქმნა დინამიური ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს სხვა მომიჯნავე მიმართულებების განვითარებას. როგორებიცაა: მენეჯმენტი, სტარტაპები, ინოვაცია, ვიზუალური ხელოვნება, ტექნოლოგიები და სხვა. ახალი მიმართულებები შენარჩუნებული ფორმატით ახალ დამოუკიდებელ ღონისძიებებს გულისხმობს. Spotlight 3 წლიანი პაუზის შემდეგ სრული მასშტაბით ბრუნდება.
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)