04:33 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 09:52:20, 1023 ნახვა

პოლიტიკა
„ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები თბილისსა და ბათუმში აქციას გამართავენ

„ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. აქტვისტები, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებისა და რუსული რეჟიმის დასრულების მოთხოვნით, თბილისსა და ბათუმში აქციას გამართავენ. 

აქციის ორგანიზატორი „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტია". სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ისინი თბილისში პარლამენტის წინ და ბათუმში ერას მოედანზე შეიკრიბებიან. 

 

"გამოდით ყველა ვინც თვლით რომ ამ დღეს დაიწყო საქართველოში თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა და განვითარება."ჩვენ აუცილებლად ვაიძულებთ ამ რეჟიმს გაანთავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და ყველა პოლიტპატიმარი იმიტომ რომ შევებრძოლებით მას ცივი გონებით, ერთობით, ახალი მიდგომებით, ორგანიზებულობით, გამძლეობით, თანამედროვე ტექნოლოგიებით და რაც მთავარია ჩვენი ქვეყნის სიყვარულით",- წერია „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტის" განცხადებაში. 

ცნობისთვის, 2003 წლის 23 ნოემბერს, თითქმის ერთთვიანი, უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა, მისი ადგილი კი დროებით, პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ დაიკავა. საქართველოს უახლოეს ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შესულ ამ მოვლენას ბიძგი მისცა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მასშტაბურმა გაყალბებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics