23:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-21 16:43:55, 1607 ნახვა

ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვნად შემცირდა უმუშევრობის დონე, ის ისტორიულ მინიმუმზე დავიდა

ეკონომიკის მაღალი ზრდა პოზიტიურ გავლენას ახდენს დასაქმების ტენდენციებზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 2022 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა უმუშევრობის დონე, ის ისტორიულ მინიმუმზე დავიდა და 15.6% შეადგინა.

„ეს უკეთესი მაჩვენებლია, ვიდრე  პანდემიამდე გვქონდა. მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად მნიშვნელოვნად - 77.5 ათასი კაცით გაიზარდა, ხოლო პანდემიამდელ - 2019 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 47.4 ათასი ადამიანით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს 10,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. 

ვიცე-პრემიერის შეფასებით, დასაქმების არსებული სურათი ცხადყოფს, რომ ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა აისახა სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმების დონის ზრდაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics