22:50 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 13:04:55, 956 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, სამარცხვინო და უსამართლო

ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, სამარცხვინო და უსამართლო,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა დაერწმუნებინა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტტუსი არ მიეღო.

"ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, სამარცხვინო და უსამართლო. მაშინ როცა, წარმოიდგინეთ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, უნდა მიეღოთ ისტორიული გადაწყვეტილება და ჩვენ არ ვიცოდით, მოგვცემდნენ თუ არა სტატუსს, რა უნდა გაეკეთებინა ნებისმიერ პატრიოტ მოქალაქეს და მითუმეტეს პოლიტიკოსს, რა მნიშვნელობა აქვს ის პოზიციაშია თუ ოპოზიციაში, რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მთავრობასთან ერთად რომ მიგვეღო ეს სტატუსი. ახლა, როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის,რომ მთავარ ლობისტებთან ერთად დაარწმუნეს ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობამ და ამ შემთხვევაში, მათ დედა პარტიის უმრავლესობამ და ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე ორი კვირით ადრე, მიაღებინეს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. პირდაპირ, მიზეზი მიართვეს ლანგრით, რომ დაესაჯათ საქართველო",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

პრემიერ-მინისტრი ოპოზიციონერი დეპუტატების: გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, თეონა აქუბარდიას, ხათუნა სამნიძის, ტარიელ ნაკაიძის, თამარ კორძაიას, როსტომ ჩხეიძის და ნატო ჩხეიძის მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხებს.

შეკითხვები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შეეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics