|
2022-11-16 17:37:16, 981 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - თურმე, კუბილიუსია ევროკავშირის ხმა და ევროკომისიის გაფართოების კომისარი ვიღაც პრორუსი პოლიტიკოსი
მგონი, შესავალი სჭირდებათ ლექციების სახით თუ როგორ ინიშნებიან ადამიანები ევროკომისიაში და ვის წარმოადგენს ევროკომისარი - მზად ვართ ეს ლექციები ჩავუტაროთ,- ასე ეხმიანება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჟურნალისტებთან ოლივერ ვარჰეისთან დაკავშირებით ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებას. მისივე განმარტებით, ოლივერ ვარჰეის კრიტიკა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ბრიუსელში საქართველოს წარმოადგენდა რვა წლის განმავლობაში, სამარცხვინოა. „სამარცხვინოა გაფართოვების საკითხებში ევროკომისრის წარმოდგენა ისე, თითქოს ის არის პრორუსი პოლიტიკოსი. სამადაშვილმა დაახლოებით ასეთი რამ თქვა. ეს არის წარმოუდგენელი უტიფრობა და ბოღმის ამონთხევა. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, ადამიანზე, რომელიც პოზიტიურ გზავნილს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე, ასე ილაპარაკო, თუ მართლა პროგრესი და წინსვლა გინდა. არა მხოლოდ ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა ილაპარაკა ასე, მისი პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ თურმე ვარჰეი ევროკავშირს კი არ წარმოადგენს, უნგრეთს წარმოადგენს. მგონი, შესავალი სჭირდებათ ლექციების სახით იმაში, ევროკომისიაში თუ როგორ ინიშნებიან ადამიანები და ვის წარმოადგენს ევროკომისარი - კონკრეტულ ქვეყანას თუ ევროკომისიას და ევროკავშირს. მზად ვართ, თუ მათ სჭირდებათ, მათ ეს ლექციებიც ჩავუტაროთ. ესაა დადასტურება იმისა, თუ როგორ ალტერნატიულ რეალობაში უნდათ საზოგადოება აცხოვრონ, თურმე, კუბილიუსია ევროკავშირის ხმა და ევროკომისიის გაფართოების კომისარი ვიღაცა პრორუსი პოლიტიკოსი,- განაცხადა სამხარაძემ. ის ასევე გამოეხმაურა დეოლიგარქიზაციის თაობაზე ევროკომისრის განცხადებას და აღნიშნა, რომ დეოლიგარქოზაციის კანონზე ვარჰეის განცხადებები აბსოლუტურად იდენტურია იმის, რასაც ამბობს "ქართული ოცნება". "ჩვენ ვაპირებდით კანონის მიღებას, რომელიც დაადგენდა ჩარჩო კრიტერიუმებს თუ ვინ შეიძლება შეირაცხოს ოლიგარქად და როგორ შეიძლება მას შეეზღუდოს გავლენები როგორც პოლიტიკაზე, ასევე მედიაზე და სხვა სექტორებზე. ამიტომ ჩვენი და ევროპელი კომისრის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ თავიდანვე მცდარი წარმოდგენები ჰქონდათ, ისინი ვერ გაერკვნენ კანონის რაობაში. მათი მიზანია, კანონში ყოფილიყო სახელები და გვარები, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოებში კანონები კონკრეტულ გვარებს არ ერგება. ამას უნდა მიეჩვიონ. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, არ ვიცით, უკრაინულ კანონზე რამდენად სწრაფად იქნება პოზიცია. როგორც კი იქნება, გადაწყვეტილებას მივიღებთ,"- განაცხადა სამხარაძემ.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)