|
2022-11-16 12:38:22, 2387 ნახვა
სამხედრო
ქართველი მშვიდობისმყოფელები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-9 როტაციის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და გვარდიის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. მათ პირად შემადგენლობას მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული კაპიტან ამირან ბიჭაშვილის მეთაურობით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, „მპოკოს“ ბაზაზე, მოანას კემპზე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. მათ მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში უფლებამოსილება ეროვნული გვარდიის მე-10 როტაციის ნაკრებმა ოცეულმა უკვე გადაიბარა. ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ - სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) 2017 წლის 31 იანვრიდან მონაწილეობს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)