|
2022-11-15 22:05:02, 1320 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - ევროკომისარ ვარჰეის დღევანდელი განცხადებები დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია
ევროკომისარ ვარჰეის დღევანდელი განცხადებები დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია. - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, გარდაუვალია ამ არაჯანსაღი სამთავრობო პროპაგანდისტული გზავნილების მასიური ცირკულაცია იმ მიზნით, რომ მძიმედ დაზიანდეს როგორც ქართული პროდასავლური საზოგადოება, ასევე საკუთრივ ევროპული ინსტიტუტების ავტორიტეტიც. "ევროკომისარ ვარჰეის დღევანდელი განცხადებები საქართველოში დემოკრატიული პროცესების პოზიტიური განვითარების შესახებ დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია. ეჭვგარეშეა, თუ როგორ იქნება ეს გზავნილები გამოყენებული სამთავრობო პროპაგანდის მიერ: „ქართული ოცნების“ უმძიმესი ავტოკრატიული მმართველობა ევროკავშირის სახელითვე გამოცხადდება ევროკავშირისთვის მისაღებ მმართველობად და უარესი - მთავარი გზავნილი იქნება, რომ მნიშვნელოვანი არ არის არც ევროპარლამენტის, არც სხვა ევროსტრუქტურების თუ საერთაშორისო აქტორების განცხადებები და პოზიცია, რადგან ოლიგარქი ივანიშვილი ბოლოს მაინც ყველაფერს დაალაგებს. ასევე არ იწვევს ეჭვს - ივანიშვილის უძლეველობის მითის განსამტკიცებლად მძიმედ იქნება ექსპლუატირებული ის გარემოებაც, რომ კომისარი ვარჰეი EPP-დან გარიცხული უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის გუნდის წევრია და პრემიერი ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინ სწორედ ორბანს შეხვდა და ორბანმა მას (ანუ ივანიშვილს და არა საქართველოს) მხარდაჭერა აღუთქვა. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)