|
2022-11-15 12:33:19, 1270 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია კონფერენციას „LEADER: ევროპული მიდგომა სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“ დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკმა კონფერენცია „LEADER: ევროპული მიდგომა სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“ გახსნეს. კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს სოფლის განვითარების წარმატებებზე, გამოწვევებსა და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს. „ევროკავშირი უკვე მრავალი წელია გვეხმარება და ჩვენი აქტიური მხარდამჭერია როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე, სოფლის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებებით. პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნა დაფინანსებული, რომელშიც ჩართული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები. 1900-ზე მეტი ფერმერი იქნა სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერილი, განხორციელდა არაერთი სტრატეგიის, რამდენიმე კანონმდებლობის შემუშავება. მიმდინარეობს სამინისტროს ინსტიტუციური რეფორმა, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდ რეფორმის პროცესი და ა.შ. დარწმუნებული ვარ, მეოთხე ფაზაც ასეთივე წარმატებული იქნება. ეს მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სოფლის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რაც საქართველოს ეროვნულ პრიორიტეტს და ევროკავშირთან ინტეგრაციის ამოცანებს შეესაბამება. „სოფლის განვითარება ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფეროა. მდგრადი, მწვანე და თანასწორი სოფლის განვითარება ხელს უწყობს სიღარიბის აღმოფხვრას და დასაქმების შესაძლებლობების შექმნას ადამიანებისა და გარემოს საკეთილდღეოდ. სოფლის განვითარების მოდერნიზების, შესაბამისი პოლიტიკის შექმნისა და პრაქტიკული მიდგომების დანერგვის მხრივ, საქართველომ გასული 10 წლის მანძილზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ევროკავშირი მიესალმება ამ წარმატებას და აგრძელებს საქართველოს ხელშეწყობას სოფლად უკეთესი შესაძლებლობების შესაქმნელად“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. ENPARD-ის მეოთხე ფაზა 2021-2025 წლებში, ევროკავშირის 55 მილიონი ევროს დაფინანსებით განხორციელდება. პროგრამის ძირითადი ყურადღება სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას დაეთმობა, ასევე ფერმერთა და მეწარმეთა ხელშეწყობას ევროპულ ბაზარზე წვდომის მიზნით. ღონისძიება ევროკავშირის ხელშეწყობითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), Action Against Hunger-ის, CARE საქართველოს, CENN-ის და People in Need-ის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაში ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სოფლად მომუშავე კომპანიების, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ პროგრამა „ENPARD - საქართველო“ უკვე ათი წელია მიმდინარეობს. ENPARD-ის ფარგლებში, საქართველომ მოახდინა სოფლის განვითარების ინსტიტუციური, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული სისტემების ჰარმონიზება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ერთიან პოლიტიკასთან, გაიზიარა ევროკავშირის წევრის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)