02:52 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 16:59:16, 1217 ნახვა

პოლიტიკა
2022 წლის 10 თვის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელებს დღგ-ის ზედმეტობის სახით 1,8 მილიარდი ლარი დაუბრუნდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ დღგ-ის დაბრუნების მზარდი დინამიკა კვლავ აქტიურად გრძელდება. 2022 წლის 10 თვის მონაცემებით,  გადასახადის გადამხდელებს დღგ-ის ზედმეტობის სახით  1,8 მილიარდი ლარი უკვე დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ნოემბრიდან, დღგ-ის თანხის დაბრუნების პროცედურა კიდევ უფრო ავტომატიზებული, სწრაფი და მარტივი გახდა. ეს პროცესი გადამხდელის მიერ, თანხის მოთხოვნისა და საბანკო ანგარიშის დამატებითი მითითების საჭიროებას აღარ ითვალისწინებს.  აღნიშნული ცვლილება დადებითად აისახა გადასახადის გადამხდელთათვის დაბრუნებული თანხის დროულობაზე და მოცულობაზე.

აქვე გაცნობებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში, კანონმორჩილი გადასახადის გადამხდელთათვის დღგ-ის ზედმეტობით  დაბრუნებული თანხის ოდენობამ დაახლოებით 1  მლრდ. ლარი შეადგინა, ხოლო 2021 წელს ბიზნესსექტორმა 1,9 მილიარდი ლარი დაიბრუნა ანგარიშზე. 

აღნიშნული ინიციატივა თავისი მასშტაბიდან და შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს უპრეცედენტო რეფორმას საგადასახადო სისტემაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ზემოაღნიშნული სერვისის მონიტორინგს და  განიხილავს ნებისმიერ შესაძლებლობას მისი კიდევ უფრო მეტი ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics