03:47 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 21:03:09, 1178 ნახვა

პოლიტიკა
მათიკაშვილი - „ნაცებში“ მუშტი-კრივი დავით კეზერაშვილის დაფინანსების მოპოვებისთვის გამართულა

„ნაცებში“ ხელჩართული ბრძოლა და მუშტი-კრივი დავით კეზერაშვილის დაფინანსების მოპოვებისთვის  გამართულა. -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრიმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა საჭირო არ არის, რადგან ყველაფერი ნათელია.

"არავითარი მიყურადება, დაყურადება და შეყურადება არ არის საჭირო, კარგად იცის საზოგადოებამ რა ხდება იქ სადაც მიდის უსერიოზულესი ნგრევა.ამ რადიკალური დაჯგუფების ოფისში ხელჩართული ბრძოლა და მუშტი-კრივიც კი გამართულა პირველობის თუ ოლიგარქ კეზერაშვილის დაფინანსების მოპოვებისთვის, რომ არანაირ „ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა“ არ არის საჭირო“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამის შესახებ ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics