03:46 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 12:24:26, 841 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი რეზოლუციაზე - გვთავაზობენ, მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ხალხის მჩაგვრელ სააკაშვილს - დემოკრატიის შუქურა

გვთავაზობენ, რომ მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ქართული ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს ვუწოდოთ მედიამენეჯერი, ქართველი ხალხის ჩაგვრის სისტემის შემქმნელ სააკაშვილს ვუწოდოთ დემოკრატიის შუქურა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, როცა ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ.

„პრინციპში, ჩვენმა მოსახლეობამ პირდაპირ ეთერში იხილა, რაც მოხდა - მომხსენებლის მიერ იყო წარდგენილი რეზოლუციის პროექტი, რომელიც იყო დაბალანსებული და იმ ადამიანის მიერ შედგენილი, ვინც ამ საკითხებით იყო დაკავებული. ვნახეთ, თუ როგორ მოხდა ამ რეზოლუციაზე თავდასხმა, შესწორებების ინიცირება და ა.შ. შემდეგ როგორც აღინიშნა, საჭირო გახდა კომპრომისები იმისთვის, რომ გარკვეული ტექსტი საბოლოო ჯამში შედგენილიყო. სამწუხაროდ, ეს არის არაჯანსაღი კომპრომისი, რაც ჩვენ ვიხილეთ პროექტის იმ საბოლოო ვერსიაში, რომელიც კომიტეტზე იყო დამტკიცებული. თუ ამ ტექსტს და იმ ნაწილებს ჩავხედავთ, რაც საბოლოო ჯამში შესწორების სახით აღმოჩნდა ტექსტში, ეს არის ჯორჯ ორუელისეული ტიპური „ნიუსპიკი“, როცა ჩვენ გვთავაზობენ, რომ მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ქართული ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს ვუწოდოთ მედიამენეჯერი, ქართველი ხალხის ჩაგვრის სისტემის შემქმნელ სააკაშვილს ვუწოდოთ დემოკრატიის შუქურა და ა.შ. ანუ, „ნიუსპიკი“ არის ამოტრიალებული რეალობა და სიყალბე, რომლის აღიარებასაც გვთავაზობენ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი სიყალბეების აღიარებას. ასეთი ამობრუნებული რეალობის შემქმნელი მხოლოდ ერთი სახელმწიფო მახსენდება და ეს არის რუსეთი. სამწუხაროა, როცა ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და პირდაპირი - თეთრი ვერ გახდება შავი, შავი ვერ იქცევა თეთრად, მიუხედავად იმისა, თუ ვის რა აღქმების შექმნა სურს. ამიტომ, სიმართლე ყოველთვის სიმართლედ დარჩება, ტყუილი ყოველთვის ტყუილი იქნება“, - აცხადებს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics