03:46 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-09 22:41:03, 1009 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი გახდა

რადიკალური ოპოზიცია საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი გახდა. ისინი იყვნენ საბოტაჟის რეჟიმში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღემდე ინარჩუნებენ რადიკალურ დღის წესრიგს, ცდილობენ, ამ რეჟიმში ამყოფონ ქვეყანა, რასაც ვეღარ ახერხებენ და საბოლოო ჯამში თვითონ გახდნენ რადიკალური დღის წესრიგის მსხვერპლი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მოსივე თქმით,რადიკალიზმმა რომელსაც ისინი აღვივებდნენ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში, ნაციონალური მოძრაობის შიგნით გადაინაცვლა.

"დღეს რასაც ვხედავთ ეს არის პოლარიზაცია ნაცმოძრაობის შიგნით, რადიკალური დაპირისპირება ორ  სხვადასხვა დაჯგუფებას შორის ნაცმოძრაობის შიგნით, რაც კარგია. ეს ნიშნავს იმას, რომ ნაცმოძრაობა სუსტდება, კიდევ უფრო მეტად დასუსტდება და ასეთ პირობებში შანსი ეძლევა სხვა, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, რომ თავი დაიმკვიდრონ ამ პოლიტიკურ სისტემაში. ეს არის ძალიან კარგი პროცესი და რა თქმა უნდა, ამ პროცესს თავიდან ბოლომდე მივესალმებით“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics