2022-11-05 14:23:53, 955 ნახვა
საზოგადოება
ღია კარის დღე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე
მე-4 ქვეით ბრიგადაში ქ. რუსთავის N24 ქართული გიმნაზიის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. აღნიშნილის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოსწავლეებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს და ბავშვებს ჯარისკაცების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები გააცნეს. ვიზიტორებმა ბაზის ინფრასტრუქტურა, სპორტული დარბაზები და ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს. ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ემოციური სიმულაციური ოთახი აღმოჩნდა. დღის ბოლოს მოსწავლეები ბრიგადის სასადილოსაც ეწვივნენ და ,,ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.
ღია კარის დღეები თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),