07:57 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-04 10:40:10, 1356 ნახვა

პოლიტიკა
გრეგოროვა - ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ერთგვარი ოლიგარქია, არ შეიძლება დეოლიგარქიზაციიდან გამოირიცხოს

როდესაც ვსაუბრობთ დეოლიგარქიზაციაზე, ვსაუბრობთ ყველა ოლიგარქზე, - მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არის ერთგვარი ოლიგარქი.

როგორც ევროპარლამენტარმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, თუ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი არ იმოქმედებს ივანიშვილზე, მაშინ რეფორმა არ იქნება სათანადო.

"როდესაც ვსაუბრობთ დეოლიგარქიზაციაზე, ვსაუბრობთ ყველა ოლიგარქზე. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ერთგვარი ოლიგარქი. თუ იქნება რეფორმები, რომლებიც არ იმოქმედებს მასზე, მაშინ რეფორმა არ არის სათანადოდ შესრულებული, საჭიროა, რომ სათანადოდ შეეხოს ყველას. რა თქმა უნდა, ეს არასდროს ყოფილა მხოლოდ ივანიშვილზე, მაგრამ მასზეცაა. ასე, რომ ივანიშვილი არ შეიძლება გამოირიცხოს, ეს პრობლემა იქნება", - ამბობს ევროპალამენტარი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე პრინციპების დონეზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა წარადგინა. პროექტს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგ გამოვიდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics