|
2022-11-04 10:29:21, 1219 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება
ავსტრიაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პირველი შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ ფრიდრიხ ალექსანდერ კიონიგთან გამართა. მხარეებმა ერთმანეთს, პენიტენციური სამსახურების მიმართულებით გამოცდილება და არსებული ცოდნა გაუზიარეს. მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში არსებულ მიღწევებზე ისაუბრა. მან ავსტრიულ მხარეს ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტის „ციფრული უნივერსიტეტის" შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც ზრდის მსჯავრდებულების განათლებაზე ხელმისაწვდომობას. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეგმავს, კიდევ უფრო გააღრმაოს თანამშრომლობა ავსტრიის რესპუბლიკასთან პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვის მიმართულებით, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, განავითაროს რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, საკნის გარე აქტივობები; პატიმართა დასაქმების, საგანმანათლებლო და სპორტული პროგრამები. შეხვედრაზე, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საუკეთესო ევროპულ სტანდარტებზე სწორება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს და ის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმაშიცაა ასახული. იუსტიციის მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ პენიტენციური და პრობაციის სისტემების მართვის სფეროში თანამშრომლობა გაღრმავდება და ავსტრიის იუსტიციის სამინისტროსთან შესაბამისი მემორანდუმი გაფორმდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპელ კოლეგებთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მით უფრო, ევროპული პერსპექტივის მიღების შემდგომ. შეხვედრაზე მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობაზეც ისაუბრეს. საქართველოში 700-მდე მსჯავრდებულზე გათვლილი პირველი მცირე ზომის დაწესებულება ლაითურში გაიხსნება. იუსტიციის მინისტრმა ფრიდრიხ ალექსანდერ კიონიგი საქართველოში ლაითურის ციხის გახსნის ცერემონიალზეც მოიწვია. ფრიდრიხ ალექსანდერ კიონიგმა აღნიშნა, რომ მისთვის პატივი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა. „ჩემთვის დიდი პატივი იყო, შევხვედროდი საქართველოს იუსტიციის მინისტრს და მის დელეგაციას, რათა გვესაუბრა საქართველოსა და ავსტრიის პენიტენციურ სისტემებსა და იმ საკითხებზე, რომლებიც ყველას გვაწუხებს. მე მჯერა, რომ ერთმანეთისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია და ამ შეხვედრით ორივე მხარე დიდად კმაყოფილი ვართ",- განაცხადა კიონიგმა. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბუბა ლომუაშვილი, თორნიკე ჭეიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ნიკა ცხვარაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში ქეთევან ციხელაშვილი.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)