08:54 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 23:01:25, 1135 ნახვა

პოლიტიკა
მელია გვარამიაზე - გვექნება ზურაბიშვილისთვის საერთო ოპოზიციური მიმართვა, იმედია უახლოეს დღეებში პასუხს გვაღირსებს

იქნება საერთო ოპოზიციური სპექტრის მიმართვა ქალბატონი ზურაბიშვილის მიმართ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში ის ჩვენ პასუხს გვაღირსებ. - ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ადამიანს აქვს კონკრეტული ბერკეტი, რაც არც კალაძეს, არც კობახიძეს არ აქვს.

"დღეს ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ცალკეული პარტიის წარმომადგენლობამ, იქნება საერთო ოპოზიციური სპექტრის მიმართვაც ქალბატონი ზურაბიშვილის მიმართ და დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში ის ჩვენ პასუხს გვაღირსებს და აქედან გამომდინარე, ჩვენ შესაბამისად მოვიქცევით.ქალბატონი ზურაბიშვილი საუბრობს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და ის იმართება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. ამ ადამიანს აქვს კონკრეტული ბერკეტი, რაც არც კალაძეს, არც კობახიძეს არ აქვს. და თუ შენ ასე იქცევი, მიუხედავად ყველაფრისა, შენ იქნები სამიზნე საზოგადოებისა და მათ შორის პოლიტიკური, დემოკრატიული ოპოზიციის მხრიდან". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დმიტრიევმა ტრამპის სიტყვებს ზელენსკის გადადგომაზე „მნიშვნელოვანი და ისტორიული“ უწოდა
ტრამპის დიზელის გარიგება პუტინს მილიარდებს მოუტანს, მაგრამ ფასებზე გავლენა შესაძლოა ნულის ტოლი იყოს, - Bild
ერ-რიადის აეროპორტზე ჰუსიტების თავდასხმის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას არ აქვს უფლება, თავს დაესხას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics