|
2022-10-17 17:19:52, 1301 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ევროპამ რუსეთის ნამდვილი სახე დაინახა, ჩვენ ეს ომი გავლილი გვაქვს, თუმცა მაინც ეგონათ, რომ სანდო პარტნიორი იყო
ჩვენ, ყველანი, ერთი, ევროპული ოჯახის წევრები ვართ - ესაა ჩვენი მომავალი, სხვა მომავალი, სხვა პერსპექტივა არცერთს არ გაგვაჩნია, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მოლდოვაში, სამუშაო ვიზიტისას შეხვედრების შემდეგ, მედიისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპამ რუსეთის ნამდვილი სახე დაინახა, რაც საქართველოს უკვე გავლილი აქვს. "ჩვენთვის და თქვენი ქვეყნისთვის დღეს მთავარია ის, რაც უკრაინაში ხდება, ის, რაც ამ დილით ხდებოდა. ეს უმკაცრესი ქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული სუვერენიტეტის წინააღმდეგ ახორციელებს: კიევის დაბომბვა, მოქალქეების წინააღმდეგ ასეთი უმკაცრესი ქმედებები - ეს ყველაფერი მიუღებელია თანამედროვე მსოფლიოში, მიუღებელია ევროპაში, მიუღებელია ჩვენი ორივე ქვეყნისა და ჩვენი ღირებულებებისთვის. რუსეთის აგრესია დღევანდელ დღეს ანაქრონიზმია. ეს არის ჩარჩენა ომებისა და ტოტალიტარიზმის საუკუნეში. ჩვენთვის, როგორც ქვეყანისათვის, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნია, ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრია მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავის ტერიტორიაზე მობილიზაცია გამოაცხადა, რაც რუსეთმა დაარიგა რუსული პასპორტები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აწარმოებს მობილიზაციას, რომელიც ჩვენს მოქლაქეებს ეხებათ. მათი ძალით ჩართვა იმ უსამართლო ომში (რომელიც არანაირად მათი ომი არ არის) ეს მათი ყველანაირი უფლების დარღვევაა. კიდევ ერთხელ ვმგომ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას. კიდევ ერთხელ, საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინას და უკრაინელ ხალხს. რუსეთის სისასტიკის წინააღმდეგ, მთავარი იარაღი სწორედ ის უპრეცენდენტო სოლიდარობაა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა იჩენს უკრაინის მიმართ. განსაკუთრებულია ამერიკისა და ევროკავშირის ქმედითი სოლიდარობა, რომელსაც საქართველო და მოლდოვა სრულად უერთდება. დღევანდელ დღეს უკრაინის ომი უდიდესი გამოწვევაა ევროპისთვის, მაგრამ ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ევროპამ დღეს რუსეთის ნამდვილი სახე დაინახა. ჩვენ გავლილი გვაქვს სხვა პერიოდები, სხვა ომები, სხვა ოკუპაციები, როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები რუსეთს სხვა თვალით უყრებდნენ და მაინც ეგონათ, რომ შეიძლებოდა რუსეთი, ამ თავისი ქმედებების მიუხედავად, მათთვისაც სანდო პარტნიორი ყოფილიყო. უკრაინის ომმა ეს ხედვა შეცვალა და ყველამ დაინახა რუსეთის აგრესიის, რუსეთის იმპერიალისტური ხედვის და ქცევის რეალური სახე",- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპს - „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)