17:18 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 10:25:01, 1089 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე კალაძეზე - არ გადადგება, იმიტომ რომ სურვილის შემთხვევაშიც კი, ნებართვაა საჭირო

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი თვლის, რომ თბილისის მერი არ გადადგება, ვინაიდან ამისთვის ნებართვაა საჭირო. 

ზურაბ ჯაფარიძემ ეს განცხადება კახა კალაძის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 13 წლის მოზარდის მონახულების შემდეგ თქვა, რომ მზად არის კანონის წინაშე აგოს პასუხი, თუ რაიმე დანაშაული მიუძღვის. 

"არ გადადგება იმიტომ კი არა რომ …
იმიტომ რომ სურვილის შემთხვევაშიც კი, არც მას, არც რომელიმე სხვა ყაველაშვილს, არავინ ეკითხება გადადგომას. ნებართვაა საჭირო.",- წერს ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ახლად გახსნილ ვაკის პარკის მრგვალ შადრევანში სკოლის 3 მოსწავლე ჩავარდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მერვე კლასელ გოგონას თამაშის დროს ბურთი შადრევანში ჩაუვარდა, რომლის ამოღების მცდელობისას, დენმა დაარტყა. ექიმების მისვლამდე მის გადარჩენას ორი თანატოლი ბიჭი ცდილობდა.

ექიმებმა 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ შეძლეს, მძიმეა მისი თანატოლის მდგომარეობაც. რაც შეეხება მესამე მოზარდს, 13 წლის ბიჭი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მართვის სუნთქვაზე იმყოფება

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერ-რიადის აეროპორტში მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაიჭრა
ილონ მასკი მხარს უჭერს ტრამპს - „ზელენსკიმ ზღვარი გადალახა“
რუსმა საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა გაყიდვიდან ამოიღეს ქართული წარმოების კოკა-კოლა, ნაბეღლავი
იარაღის და სამხედრო საწარმო დელტაში ხანძარი გაჩნდა, იგი ლიკვიდირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics