|
2022-10-13 13:27:00, 884 ნახვა
საზოგადოება
ისნის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ 58 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დედაქალაქში მცხოვრებ დამატებით, 58 ოჯახს დაუკანონდა. ისნის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონებში მცხოვრებ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა. თბილისის მერმა აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. „საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა დღეს 58 ოჯახს გადავეცით. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელსაც 2017 წლიდან ვახორციელებთ. ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, არაერთი ოჯახი გავახარეთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო მოქალაქეებს, თუ გაქვთ პრობლემა საცხოვრებელი ფართის დაკანონებასთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც დეტალურად აგიხსნიან, თუ რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ შემდეგ მერიაში გადმოიგზავნოს და შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ ოჯახებს. ამ წარმატებულ პროგრამას აუცილებლად განვაგრძობთ და ყველას მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები 2 500-მდე ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, თბილისის მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და ფართებით დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები, ისნისა და მთაწმინდის გამგებლები - ნიკა ელისაშვილი და დავით კირკიტაძე, ასევე, ისნისა და კრწანისის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)