|
2022-10-13 12:30:19, 1540 ნახვა
ეკონომიკა
13 ოქტომბრის მონაცემებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 800 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული
13 ოქტომბრის მონაცემებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 800 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენია გადამუშავებული. ღვინის საწარმოებს ყურძენი 900-მდე მევენახემ ჩააბარა და მიღებულმა შემოსავალმა 5,5 მლნ ლარს მიაღწია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, მიმდინარე წელს, ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირდა 40-მდე კერძო კომპანია, რომლებიც ყურძენს ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიძენენ. „ამ ეტაპზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე, ყურძნის ჩასაბარებელი 30-მდე პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს. ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავების, რთველის პროცესში კერძო საწარმოების აქტიური ჩართულობისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. აღნიშნული კომპანიები, სახელმწიფო სუბსიდიის სახით, 1 კგ ალექსანდროულსა და 1 კგ მუჯურეთულზე 4 ლარს მიიღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთის რეგიონში. ამ დროისთვის, კახეთში გადამუშავებულია 240 ათასამდე ტონა ყურძენი. მოსავალი უკვე დააბინავა 21 ათასამდე მევენახემ, რომელთა შემოსავალი 240 მლნ ლარს აღწევს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)