|
2022-10-12 17:22:21, 867 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისში პირველი სპორტული ფესტივალი SPORT FEST-ი გაიმართება
„თიბისის“ მხარდაჭერით 15-16 ოქტომბერს, დედა ენის ბაღში SPORT FEST-ი ჩატარდება. „თიბისის“ ინფორმაციით, ეს არის პირველი სპორტული ფესტივალი თბილისში, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს სპორტის სხვადასხვა სახეობას, სპორტულ დაწესებულებებს, სპორტთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, სპორტით დაინტერესებულ პირებს, მოყვარულებს, პროფესიონალებს, ბავშვებსა და მოზარდებს. „თიბისისთვის“ ახალი თაობის გაძლიერება პრიორიტეტულია და მუდმივად უწყობს მათ ხელს, აღმოაჩინონ და განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით. „თიბისი“, SPORT FEST-ის მხარდაჭერით, ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას გაეცნონ სპორტის სახეობებს, გაატარონ შაბათ-კვირა ღია სივრცეში და დაკავდნენ მრავალფეროვანი აქტივობებით. ფესტივალის სტუმრებს დახვდებათ რამდენიმე სივრცე: კლასიკური სპორტი; ურბანული და ოფროუდ სპორტი; სპორტული არენა ცნობილ სპიკერებთან ერთად; საბავშვო ზონა; საპიკნიკე ზონა; სწრაფი კვების ზონა. ღონისძიება მიზნად ისახავს ახალი ტრენდების შექმნას და სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ფესტივალი საშუალებას იძლევა აღმოაჩინო შენთვის ახალი, საინტერესო და აქამდე უცნობი სპორტის სახეობა, შეხვდე სპორტსმენებს და დაკავდე სხვადასხვა სპორტული აქტივობით მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია ახალი თაობის მხარდაჭერა. არსებობის 30 წლის მანძილზე „თიბისი“ მრავალი ისეთი პროექტის ავტორი, მხარდამჭერი, დამფინანსებელი და თანამოაზრე გახდა, რომელიც ახალი თაობის გაძლიერებას ემსახურებოდა. „თიბისი“ ახალგაზრდების მეგობარია და სწორედ ამ მიზნით უჭერს მხარს SPORT FEST-ს, რომელიც ახალ თაობას საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს საკუთარი თავი და განვითარდეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)