19:14 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-12 11:46:26, 720 ნახვა

საზოგადოება
30 უკრაინელი ბავშვისთვის N93 ბაღში კიდევ ერთი „საბავშვო სივრცე“ მოეწყობა

სასკოლო მზაობის ასაკის 30 უკრაინელი ბავშვისთვის თბილისის N93 საბავშვო ბაღში კიდევ ერთი „საბავშვო სივრცე“ მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო მიმართულებას ორგანიზაცია Save the Children უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას, კომუნალური ხარჯების დაფარვასა და ბენეფიციართა კვებას უზრუნველყოფს. 

„თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის კიდევ ერთ ჰუმანიტარულ პროექტს უცხადებს მხარდაჭერას - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის თანამშრომლობით, სასკოლო მზაობის ასაკის 30 უკრაინელი ბავშვისთვის თბილისის N93 საბავშვო ბაღში კიდევ ერთი „საბავშვო სივრცე“ მოეწყობა. იცით, რომ ჩვენ ამ პროგრამას მხარს ვუჭერთ, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა და ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. პროექტის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო მიმართულებას მთლიანად უხელმძღვანელებს ორგანიზაცია Save the Children, რომელიც უკრაინელ აღმზრდელ-პედაგოგებს, ფსიქოლოგებსა და სპეცპედაგოგებს მოიწვევს, დაიქირავებს ტექნიკურ პერსონალს, შეადგენს სასწავლო გეგმას და ა.შ., ხოლო ბაღების სააგენტო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას, კომუნალური ხარჯების დაფარვას და ბენეფიციართა ოთხჯერად კვებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ამასთან, დედაქალაქის მერმა უკრაინას და უკრაინელ ხალხს მშვიდობა კიდევ ერთხელ უსურვა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
პაპუაშვილი: უცხოურმა ფონდებმა საქართველოში პოლიტიკური მისია არ უნდა შეასრულონ
საქართველოში ადენაუერის ფონდის შემდეგ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც იხურება
გენპროკურორის მოადგილე ბელთაძე, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ თემურ ხადურის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics