|
2022-10-09 12:53:24, 2288 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსი დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრებმა გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით სპეციალური კურსი გაიარეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსის პირველი ეტაპი ორი კვირის განმავლობაში საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში მიმდინარეობდა. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესვერის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ინსტრუქტორებმა მსმენელებს თანამედროვე საინფორმაციო გარემო, კომუნიკაციების სფეროში არსებული დოქტრინები, დირექტივები, თანამედროვე გამოწვევები და ეთიკის წესები გააცნეს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა საზოგადოებასა და მასმედიასთან ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გაიღრმავეს. თეორიული ნაწილის გარდა, ტრენინგი პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა, სადაც მონაწილეებს სხვადასხვა განხილულ თემაზე, მათ შორის, კრიზისული სიტუაციის კონტექსტში შემუშავებული სტრატეგიისა და კომუნიკაციის სპეციფიკის შესახებ მომზადებული პრეზენტაციების წარდგენის საშუალება ჰქონდათ. სასწავლო პროგრამა ინტერვიუს, პრესრელიზისა და პრესკონფერენციის მომზადებასაც ითვალისწინებდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლებისთვის მსგავსი კურსები რეგულარულად ტარდება. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ქართველ საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრებს ტრენინგებს პარტნიორი ქვეყნებიდან გამოცდილი სპეციალისტები უტარებენ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)