20:20 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 19:01:29, 1136 ნახვა

პოლიტიკა
ხერხეულიძე - დილასთან შედარებით მდგომაროება სტაბილურია, თუმცა დაუყოვნებლივ საჭიროა გაყვანა და მკურნალობა მესამე ქვეყანაში

დილასთან შედარებით ოდნავ დასტაბილურებულია ვითარება, მაგრამ ეს არ გახლავთ ის ვითარება, რომელიც კიდევ ერთხელ ვაამბობ, სიმშვიდის საფუძველი იქნება. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაუყოვნებლივ საჭიროა გაყვანა და მკურნალობა მესამე ქვეყანაში.

"დილასთან შედარებით ოდნავ დასტაბილურებულია ვითარება, მაგრამ ეს არ გახლავთ ის ვითარება, რომელიც კიდევ ერთხელ ვაამბობ, სიმშვიდის საფუძველი იქნება. რა თქმა უნდა, მას სჭირდება დაუყოვნებლივი დახმარება იმიტომ რომ ეს ვითარება, რაც ახლა მას სჭირს, იმდენად ცვალებადია და იმდენჯერ იცვლება დღის განმავლობაში, რომ ამან არ შეიძლება კარგი მოიტანოს რამე. ეს არ არის ნუგეშის საფუძველი, მძიმეა ვითარება და კიდევ უფრო მძიმე იქნება ხვალ და ზეგ თუ დახმარების ხელი მას არ გაუწოდეს...
დაუყოვნებლივ საჭიროა გადაწყდეს ნობელიანტი ექსპერტის შესვლის საკითხი, რომ დასრულდეს ადამიანების შეფასება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე გაიცეს კვალიფიციური დასკვნა და ამის საფუძველზე იმსჯელოს სასამართლომ, რომელიც გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ გაყვანას მესამე ქვეყანაში და მკურნალობას". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკა „ვივა მედშია” გადაყვანილი.

ამასთან, მესამე პრეზიდენტი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ მოინახულა.

მისივე თქმით, სააკაშვილი სიკვდილის პირას იმყოფება, ვერ იღებს საკვებსა და მედიკამენტებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის დარტყმებს შესაძლოა Yandex-ის სამივე სუპერკომპიუტერი გამოეყენებინა
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყების შესახებ გამოაცხადა
ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა სიმპოზიუმი სახელწოდებით „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“
ტრამპის პარტიაში მკაცრად აკრიტიკებენ მის გამონათქვამებს ზელენსკიზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics