|
2022-10-04 13:00:55, 966 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების საკითხებზე, INL-ის მხარდაჭერით, კასკადური ტრენინგები ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, ავტოსაგზაო შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების საკითხებზე კასკადური ტრენინგები ჩატარდა. სწავლების ფარგლებში გადამზადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის თანამშრომლები. კასკადურ ტრენინგებს უძღვებოდნენ ილინოისის შტატის პოლიციის ინსტრუქტორები. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: საგზაო შემთხვევების გამოძიება და დოკუმენტაციის წარმოება; დროის ეფექტურად გადანაწილება გამოძიების პროცესში; იმ საგზაო შემთხვევათა აღრიცხვა, რომლებსაც არ მოჰყოლია სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა; კომუნიკაცია კერძო სადაზღვეო კომპანიებთან და სხვ. სწავლების დახურვის ღონისძიებას, რომელიც ქუთაისში გაიმართა, დაესწრნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმღვანელი - სარა რუპერტი. სასწავლო კურსის დახურვის ცერემონიაზე, ტრენინგის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)