|
2022-10-03 15:34:00, 1002 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ კლიმატის შესახებ კანონის შემუშავების ინიცირება მოახდინა
კლიმატის შესახებ კანონის შემუშავების პროცესის გახსნით ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად დაესწრო. კლიმატის ჩარჩო კანონმდებლობის შემუშავებას საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით განახორციელებს. შემუშავებული კანონმდებლობა კლიმატის ცვლილების სფეროში არსებულ გამოწვევებს დაარეგულირებს. პროცესში ჩართული იქნებიან როგორც გარემოსდაცვით თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ქართველი და უცხოელი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები. „დღეს, ჩვენთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის კლიმატის ცვლილება უდიდესი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, ერთობლივად უნდა ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. ამ პროცესში საერთაშორისო მხარდაჭერას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა პარტნიორ ორგანიზაციას. ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი ნაბიჯი გადავდგით კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავების მიმართულებით. 2021 წელს, შევიმუშავეთ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, შემდგომ, 2030 წლის სტრატეგია და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტებში ნათლად არის ასახული კლიმატის ცვლილების შერბილების პოლიტიკა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისათვის. ასევე, ასახულია მთავრობის ხედვა და კონკრეტული ღონისძიებები. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს და ეს საკითხები სხვადასხვა კანონში, კანონქვემდებარე აქტშია ასახული. ამიტომაც, მნიშვნელოვანია შეიქმნას ჩარჩო დოკუმენტი, კანონი, რომელიც დაარეგულირებს აღნიშნულ საკითხებს და გაანაწილებს პასუხისმგებლობებს. ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების და მიზნების გათვალისწინებით, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად, ჩვენ ვიწყებთ კლიმატის ცვლილების შესახებ კანონზე მუშაობას. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღებთ კანონს, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა კლიმატის კანონის შემუშავების გეგმა წარადგინეს. კანონის მნიშვნელობაზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონიმ და WFD-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, რიჩარდ გრეჰემიმ ისაუბრეს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ქვეყანაში არჩევნები ჩაატაროს, თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება
უკრაინის დარტყმებს შესაძლოა Yandex-ის სამივე სუპერკომპიუტერი გამოეყენებინა
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყების შესახებ გამოაცხადა
ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა სიმპოზიუმი სახელწოდებით „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას ხუთი მიმართულებით შეუტია: ათობით დრონი ჩაჭრეს, დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
კიევში, რუსული დაბომბვის გამო, მეტრო და ტრამვაი ერთ კვირაში მეორედ გაჩერდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)