22:22 - 11 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 21:09:11, 1025 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - მმართველმა პარტიამ იქამდე მიგვიყვანა, რომ საქართველო და უკრაიანა ერთ პაკეტში აღარ განიხილება

ბუქარესტის გადაწყვეტილება სამომავლო წევრობაზე, ეხებოდა უკრაინას და საქართველოს ერთად. - ამის შესახებ პარტია „დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ" იქამდ ემოგვიყვანა, რომ ეს პაკეტიც ირღვევა.

"ნატოს და ევროკავშირის შექმნამ ევროპაში მშვიდობა მოიტანა ათწლეულები. 
ამ რეგიონში ნატოს და ევროკავშირის გაფართოვებაც მოიტანს მშვიდობას და განვითარებას. 
ბუქარესტის გადაწყვეტილება სამომავლო წევრობაზე, ეხებოდა უკრაინას და საქართველოს ერთად. "ოცნებამ" იქამდე მიგვიყვანა, რომ ეს პაკეტიც ირღვევა. 
"ოცნება" კიდევ ერთ ისტორიულ დანაშაულს სჩადის, როცა ნატოს გაფართოვების ამ ტალღის მიღმა ვართ. 
ან მოვიშორებთ ამათ და პერსპექტივა გვექნება ან არ მოვიშორებთ და დავრჩებით რუსულ სანაგვეზე". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერნჰემი: რუსეთი ჩაერია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმში
FT: კრემლმა ევროპული თავდაცვის კომპანიების ტოპ მენეჯერებზე ნადირობა გამოაცხადა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ქვეყანაში არჩევნები ჩაატაროს, თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება
უკრაინის დარტყმებს შესაძლოა Yandex-ის სამივე სუპერკომპიუტერი გამოეყენებინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics