|
2022-09-29 16:54:54, 1825 ნახვა
რეგიონი
ქედაში ,,საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
ქედაში ,,საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. საინფორმაციო შეხვედრას თემაზე - ,,საქართველოს ევროპული პერსპექტივა" საქართველოს შემდგომი ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის გზაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზურა ხამაშურიძე და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აჭარის რეგიონული წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, გაწევრიანების პროცედურებზე და შემდგომში მიღებული სარგებლის მნიშვნელობაზე.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)